"ქართულ ოცნებას" აქვს მოსახლეობის უფრო მეტი მხარდაჭერა, ვიდრე სხვა პარტიებს"

„ვენდობით კვლევის შედეგებს და ის ფაქტი, რომ „ქართულ ოცნებას“ აქვს მოსახლეობის უფრო მეტი მხარდაჭერა, ვიდრე სხვა პარტიებს, გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ჩვენ ოქტომბერის არჩევნებში დამაჯერებელ გამარჯვებას მოვიპოვებთ“, -აღნიშნა პოლიტიკური საბჭოს წევრმა.

სოფიო კილაძის თქმით, არჩევნებამდე დარჩენილი დროის განმავლობაში პარტია საზოგადოებას გააცნობს ხელისუფლების საქმიანობის მიღწევებსა და იმ დაპირებებს, რასაც „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“ უახლოესი 4 წლის განმავლობაში გეგმავს.