სტამბოლში, ათათურქის სახელობის აეროპორტში მომხდარ ტერაქტთან კავშირში ეჭვმიტანილი 13 პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, დაკავებულთა შორის სამი უცხოელია.
ანტიტერორისტული ოპერაციის ფარგლებში, თურქეთის ქალაქ იზმირში, დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში ეჭვმიტანილი ცხრა ადამიანი დააკავეს.
როგორც ადგილობრივი მედია იტყობინება, დაკავებულები სავარაუდოდ, ადამიანების რეკრუტირებითა და „ისლამური სახელმწიფოს“ დაფინანსებით იყვნენ დაკავებული.
ბოლო მონაცემებით, სტამბოლის ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარ ტერაქტს 42 ადამიანი ემსვერპლა.