მე პირადად არავითარი პოლიტიკური ინტერესები არ გამაჩნია და დღევანდლამდე არავითარი კონსულტაცია არ ყოფილა ჩემთან ამა თუ იმ რაიონში მაჟორიტარად წარდგენაზე, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა.
„ჩემი ინტერესი არასოდეს ყოფილა რაიმე სახის პოლიტიკური აქტივობა. 2012 წელს მე ვალდებულება ავიღე, რომ ვყოფილიყავი სახელმწიფო სამსახურში. მე ვასრულებ იმ საქმეს, რაც განისაზღვა, რომ უნდა შემესრულებინა. მე პირადად არავითარი პოლიტიკური ინტერესები არ გამაჩნია და გიდასტურებთ, რომ დღევანდლამდე არავითარი კონსულტაცია არ ყოფილა ჩემთან ამა თუ იმ რაიონში მაჟორიტარად წარდგენაზე“, - განაცხადა სერგეენკომ.
ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ის პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრი არ არის.