ჩვენ პარლამენტში იმაზე მეტ მანდატს მივიღებთ, ვიდრე დანარჩენი პარტიები ერთად აღებული

ჩვენ პარლამენტში იმაზე მეტ მანდატს მივიღებთ, ვიდრე დანარჩენი პარტიები ერთად აღებული

ჩვენ გვაქვს იმაზე მეტი მხარდაჭერა, ვიდრე ყველა სხვა პარტიას ერთად აღებულს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განუცხადა, რითაც მათ მიერ ჩატარებული შიდა კვლევის შედეგები შეაფასა.

აღნიშნულის შესაბამისად, კობახიძე დარწმუნებულია, რომ ”ქართული ოცნება” 8 ოქტომბრის არჩევნებზე პარლამენტრში იმაზე მეტ მანდატს აიღებს, ვიდრე დანარჩენი პარტიები ერთად აღებული.

”ჩვენი შიდა კვლევის შედეგები არის რეალური შედეგები, რომელიც სრულად ასახავს სინამდვილეს. ჩვენ გვაქვს იმაზე მეტი პროცენტული მხარდაჭერა, ვიდრე ყველა სხვა დანარჩენ პარტიას ერთად და სწორედ ეს გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ შევძლებთ ოქტომბრის არჩევნებში ხმათა აბსოლუტური უმრავლესობის მოპოვებას ანუ 50 %-ზე მეტის მიღებას”, - განაცხადა კობახიძემ.

”ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი ირწმუნება, რომ არჩევნებში ”ნაციონალურ მოძრაობას” ”დიდი უპირატესობით” მოუგებს.

”საგარეჯოს არჩევნებთან დაკავშირებით ჩატარებული შიდა კვლევის შედეგებით, ჩვენ 2,5-ჯერ ვუსწრებდით ”ნაციონალურ მოძრაობას”.

დაახლოებით იგივე და შეიძლება ოდნავ მაღალი შედეგიც კი დაიდება ოქტომბრის არჩევნებზე. ჩვენი ამბიცია არის კიდევ უფრო მეტი. გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ გავზარდოთ მოსახლეობის მხარდაჭერა... ჩვენ აუცილებლად ძალიან დიდი უპირატესობით მოვუგებთ მეორე ადგილზე გასულ პარტიას”, - აღნიშნა კობახიძემ.

პარტია „ქართული ოცნების“ მიერ ჩატარებული შიდა სოციოლოგიური კვლევებით „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი 13%-მდეა, „ქართული ოცნების“ კი 35%-ს შეადგენს.