გპირდებით, 5 ივლისიდან თქვენს განკარგულებაში ვიქნები, როგორც არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური ლიდერი - მერე ვილაპარაკოთ ყველაფერზე, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განუცხადა.
“როგორც კი დავამთავრებთ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სხდომას, მე თქვენ მოგევლინებით, როგორც არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური ლიდერი. ამის შემდეგ ვილაპარაკოთ კვლევებზეც, პროცენტებზეც, შანსებზეც, გამარჯვებაზეც, დამარცხებაზეც და ყველაფერზე”, - განაცხადა უსუფაშვილმა, რომელმაც დღეს ჟურნალისტებთან შეხვედრისას, უპასუხოდ დატოვა ყველა ის კითხვა, რომელიც თბილისში დაგეგმილ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სხდომას არ უკავშირდებოდა.