თურქეთში მორიგ ტერაქტს გეგმავდნენ, თუმცა ტერორისტი ლივკიდირებულია

თურქეთში მორიგ ტერაქტს გეგმავდნენ, თუმცა ტერორისტი ლივკიდირებულია

თურქმა სამხედროებმა სირიის საზღვართან "ისლამური სახელმწიფოს" ორი წევრი მოკლეს.

თურქული მედიის ინფორმაციით, ერთ-ერთი ტერორისტი ძებნაში იმყოფებოდა, როგორც პოტენციური თვითმკვლელი-ტერორისტი.

ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, ეჭვმიტანილი თურქეთის დედაქალაქში სავარაუდოდ ტერორისტული აქტის მოწყობას გეგმავდა.

შეგახსენებთ, რომ 28 ივნისს, სტამბულში, ათათურქის აეროპორტში მომხდარი ტერაქტების სერიის შედეგად, დაიღუპა 42, ხოლო დაშავდა დაახლოებით 250 ადამიანი.

თურქეთის ხელისუფლების ვარაუდით, მომხდარის უკან ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფო" დგას.

აღნიშნულთან დაკავშირებით, თურქეთის სამართალდამცავმა უწყებებმა დილიდან ქვეყნის მასტაბით ანტიტერორისტული სპეცოპერაცია დაიწყეს.