ერთმა ახლად შექმნილმა პარტიამ ჯანდაცვის სამინისტროს რეფორმა ''დიდი სუზუსტით დააკოპირა“

ერთმა ახლად შექმნილმა პარტიამ ჯანდაცვის სამინისტროს რეფორმა ''დიდი სუზუსტით დააკოპირა“

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, ერთ-ერთმა ახლად შექმნილმა პარტიამ ჯანდაცვის სამინისტროს რეფორმა ''დიდი სუზუსტით დააკოპირა''. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა, როდესაც სხვადასხვა პარტიების მიერ საარჩევნო პროგრამების მითვისებასთან დაკავშირებულ დასმულ კითხვას უპასუხა.

''როდესაც ვკითხულობდი ერთ-ერთი ახლად შექმნილი პარტიის ჯანდაცვის პროგრამას, ბარაქალა მათ. ძალიან დაინტერესებულან ჩვენი რეფორმებით და დიდი სიზუსტით დაუკოპირებიათ'',- განაცხადა სერგეენკომ, თუმცა რომელი პარტია იგულისხმა, არ დაუკონკრეტებია.