სტამბოლის ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 42-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.
ბოლო მონაცემებით, დაღუპულთა შორის 13 უცხოელია, დაშავებულია 239 ადამიანი, აქედან 128, მათ შორის უკრაინისა და შვეიცარიის მოქალაქეები, ამ დრომდე საავადმყოფოში იმყოფებიან.
თავდასხმები ათათურქის სახელობის აეროპორტში სამმა თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა.
პასუხისმგებლობა მომხდარისთვის ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.