ნოდარ ჯავახიშვილი - თუ ამინდები ხელს არ შეგვიშლის, ორ კვირაში დევდორაკის ხეობაში გზა გავლადი იქნება

ნოდარ ჯავახიშვილი - თუ ამინდები ხელს არ შეგვიშლის, ორ კვირაში დევდორაკის ხეობაში გზა გავლადი იქნება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ნოდარ ჯავახიშვილის ინფორმაციით, თუ ამინდები ხელს არ შეუშლით, დევდორაკის ხეობაში გზა გავლადი 2 კვირაში იქნება. თუმცა როგორც ჯავახიშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, ეს მაინც დროებითი გადაწყვეტილება იქნება, ვინაიდან საჭიროა სხვა სერიოზული საინჟინრო გადაწყვეტილების მიღება და დაფინანსების წყაროს მოძებნა არცთუ იაფი პროექტისთვის. 

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ ამ დროისთვის გამონახულია ალტერნატიული სატრანსპორტო საშუალება.

„ეკონომიკის სამინისტრო მჭიდრო კავშირშია სომხეთის სატრანსპორტო სამინისტროსთან და უკვე ალტერნატივა გამონახულია, რომ ბორანის მეშვეობით მოხდეს ხილის გატანა. არამახოლოდ სომხეთი, ჩვენი ექსპორტიორებიც იყენებენ ამას. ამიტომ მგონია, რომ დროებით ტრანსპორტირების საკითხი გადაწვეტილია, თუმცა სხვა საინჟინრო გადაწყვეტილება საჭიროა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.