საქართველოში თურქეთის საელჩოში დღეს სამძიმრის წიგნი გაიხსნება. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას თავად საელჩო ავრცელებს.
”28 ივნისს, სტამბოლის ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარ საზარელ ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით, თურქეთის მთავრობამ გამოაცხადა გლოვის დღე, რის გამოც 30 ივნისს საელჩოში გაიხსნება სამძიმრის წიგნი”, - ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ბოლო მონაცემებით, თურქეთში მომხდარ ტერაქტებს 41 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულთა რაოდენობა კი 239-მდე გაიზარდა.