საქართველოს პრეზიდენტი ბერლინში, კონრად ადენაუერის ფონდში სიტყვით გამოვიდა

საქართველოს პრეზიდენტი ბერლინში, კონრად ადენაუერის ფონდში სიტყვით გამოვიდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გერმანიაში ვიზიტის ფარგლებში კონრად ადენაუერის ფონდში სიტყვითგამოვიდა.

ქვეყნის პირველმა პირმა "საქართველოს ევროპული გზის" შესახებ ისაუბრა და მოწვეული სტუმრების შეკითხვებს უპასუხა.

კითხვები ძირითადად საქართველოს ვიზალიბერალიზაციის სპროცესს, საქართველოს ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაციას,  საქართველო- რუსეთის ურთიერთობებს,  აფხაზეთის რეფერენდუმს, ბრიტანეთის გადაწყვეტილებას, რეგიონშიშექმნილ ვითარებას და საქართველოში მიმდინარე პროცესებს ეხებოდა.

„ნება მომეცით მოგესალმოთ და გაგიზიაროთ, ის თუ რამდენად ამაღელვებელია ჩემთვის აქ ყოფნა, რამდენად მოხარული ვარ,რომ  ბერლინში ძალიან მნიშვნელოვან დროს ვიმყოფები.

ერთი მხრივ, მე აქ ძალიან რთულ პერიოდში ვიმყოფები. სულ რამდენიმე საათის წინ, საშინელი ტერორისტული აქტი მოხდასტამბოლში, რამაც ბევრი უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

მეორე მხრივ, მე აქ  დრამატულ, პოლიტიკურ დროს ვიმყოფები, როცა ევროპული თანამეგობრობა ბრიტანეთის რეფერენდუმის შედეგებსა და მომავალს განიხილავს.

მე აქ ვიმყოფები, საქართველოსათვის ძალიან მნიშვნელოვანი, ევროპული დღის წესრიგით, რომლის განვითარებას დაწინსვლასაც აქტიურად ვცდილობთ. ბერლინში ახლახანს ვიზიტით იყო პარლამენტის თავმჯდომარე და პრემიერმინისტრი.

ეს არის ფიქრის დრო; დრო, როდესაც ვახდენთ ჩვენს წინაშე არსებული  დაბრკოლებების,  სირთულეებისა და  საფრთხეებისშეფასებას, საფრთხეების, რომელსაც  ტერორიზმის გამოხატულება აქვთ, რაც ასეთი საშინელი და ამაზრზენია ჩვენთვის.

მაგრამ ამავდროულად, შეუძლებელია იყოს ამაზე უკეთესი ადგილი იმისათვის, რომ იფიქრო, განიხილო და დაგეგმომომავალი იმ კოლეგებთან ერთად, რომლებსაც ამ აუდიტორიაში ვხედავ, იმ ხალხთან ერთად, რომლებიც ფიქრობენ, ქმნიანევროპულ პროცესს და ევროპულ მომავალს.

მე ვარ იმ ქვეყნიდან, რომელსაც უყვარს გერმანია და გერმანელი ხალხი. უკვე აღინიშნა ის განსაკუთრებული ურთიერთობები,რომლებიც ჩვენს მეორე პრეზიდენტს ჰქონდა გერმანელ ერთან.

მომავალ წელს ჩვენ აღვნიშნავთ საქართველოში გერმანული დიასპორის  ყოფნის 200 წლისთავს.

ჩვენ ვართ ის ქვეყანა, რომლის დამოუკიდებლობის აღდგენა მტკიცედ იყო მხარდაჭერილი გერმანიის მიერ და გერმანია იყოპირველი ქვეყანა, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა და ჩვენთან საელჩო გახსნა. ასე რომ, ჩვენ გვაქვსგანსაკუთრებული ურთიერთობა თქვენს ქვეყანასთან.

ჩვენ აღტაცებული ვართ გერმანიის საქართველოსადმი მხარდაჭერით, როგორც ბიზნესის სფეროში, ასევე პოლიტიკურითანამშრომლობის თვალსაზრისით.

ჩემთვის პირადად, როგორც ფილოსოფოსისათვის, ორი ქვეყანა - გერმანია და საბერძნეთი, განსაკუთრებულია.

საქართველო განსაკუთრებით აქტიურია ევროპულ და ევროატლანტიკური მისწრაფებების გზაზე. ის აქტიური იყო ამმიმართულებით დამოუკიდებლობის აღდგენის მომენტიდან. 

შემიძლია გითხრათ, რომ  ბოლო ოთხი მთავრობა, ოთხი პრეზიდენტი, ყველა მათგანი ძალიან მტკიცე და აქტიური იყოსაკუთარ ხედვაში საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციასთან დაკავშირებით, და, როდესაცგესმით ეს მოსაზრებები, თქვენ უდაოდ ხედავთ, რომ ესენი არიან განსხვავებული პრეზიდენტები, განსხვავებულიპოლიტიკური ჯგუფები, მაგრამ არსებობს პოლიტიკური გადაწყვეტილების ერთიანობა - გავხდეთ ევროპული ერების ოჯახისნაწილი, რაც თავისთავად განსაზღვრულია ჩემი ხალხის კულტურით, რომელიც საკუთარ იდენტობას ბოლო 3000 წლისმანძილზე ავითარებდა.  ავითარებდა საკუთარ იდენტობას, როგორც ქრისტიანული კულტურა. ავითარებდა იდენტობასსაკუთარი და უნიკალური ანბანით, ავითარებს საკუთარ იდენტობას ისეთ რეგიონში, რომელიც არა მხოლოდ ჩვენიქვეყნისთვისაა დატვირთული კონფლიქტებით და კონფრონტაციებით, არამედ დიდი იმპერიებისთვისაც იყო კონფლიქტებისადა კონფრონტაციების ადგილი.

დღეს, საქართველო კვლავ არის ამ რეგიონში ძლიერი ქვეყანა, რომელიც იყურება მომავლისკენ დიდი იმედითა დაპერსპექტივით და რომლის ძალისხმევაც მიმართულია,  ევროპული ინტეგრაციის პროცესისადმი.

ჩვენი ქვეყანა კავკასიის რეგიონში მდებარეობს და ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ ხიდს წარმოადგენს, რომელიც კასპიისადა შავი ზღვის თანამშრომლობას განაპირობებს. 

კავშირი, რომელიც თუ არის სტაბილური, აზიასა და ევროპაში ათეულობით ქვეყნისთვის, რეალურ შესაძლებლობებს  ქმნის.ჩვენ საკუთარი თავი მიუძღვენით ამ საქმეს და ამ მიზანს.

შესაბამისად, ვამყარებთ პარტნიორობას, ვახორციელებთ სხვადასხვა ეკონომიკურ, სატრანსპორტო და კულტურულ პროექტებს,რაც დიდ პერსპექტივას და დიდ შესაძლებლობას შექმნის, როგორც ჩვენი ქვეყნისთვის, ასევე პარტნიორებისათვის.

ამავე დროს, მე წარმოვადგენ ქვეყანას, რომელიც სირთულეების წინაშე დგას. 

სირთულე მდგომარეობს იმაში, რომ არის მეზობელი ქვეყნის მიერ ოკუპირებული. ქვეყნის მიერ, რომელიც ბირთვული ძალისმფლობელია და რომელმაც ჩვენი ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია მოახდინა. ამ ოკუპაციის შედეგად ჩვენი მოსახლეობის15%-ი საკუთარ ქვეყანაში იძულებით გადაადგილებული პირია. 

ტერიტორიებიდან გამოდევნეს ის ადამიანები, რომლებიც საუკუნეების მანძილზე ცხოვრობდნენ იქ.

ამ გამოწვევებით ჩვენ მაინც წინ მიგვყავს ჩვენი ქვეყანა. ჩვენ აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერი სახელმწიფო ვართ,რომელიც არსებითად ემსახურება ევროკავშირთან თანამშრომლობის განმტკიცების პროცესს.

ჩვენ რეგიონში ლიდერი ქვეყანა ვართ ჩვენი პარტნიორების მიერ მოცემული დავალებების  შესრულების თვალსაზრისითაც. 

მე მჯერა, რომ გვექნება ძალიან მდგრადი და ეფექტური პროცესი, რომელიც დასრულდება ჩემ ქვეყანაში ჩატარებულიარჩევნებით.

ამდენად, ჩვენი  მიზანია შევქმნათ დემოკრატიული და თავისუფალი საზოგადოება, რომელიც რა თქმა უნდა, სირთულესწარმოადგენს იმ ქვეყანაში, რომელიც საუკუნეების მანძილზე რუსეთის იმპერიისა და 70 წლის განმავლობაში საბჭოთაკავშირის ნაწილი იყო.

ჩვენ ვაშენებთ დემოკრატიულ ინსტიტუტებს, ჩვენ ვაშენებთ დემოკრატიას და  ვიმყოფებით ერთ-ერთ ძალიან აქტიურევროპულ და ევროატლანტიკურ პროცესში, როგორც შინაგანად, ასევე ჩვენი საგარეო პოლიტიკის ორიენტირით.

თქვენ ალბათ იცით, რომ  საქართველო აქტიური კონტრიბუტორია  გლობალური უსაფრთხოების განმტკიცებაში.

ჩვენ ვართ ISAF - ისა და „გადამწყვეტი მხარდაჭერის მისიის" ნაწილი, ასევე მისიების ნაწილი ცენტრალური აფრიკისრესპუბლიკებში და მალიში.

ყველა ამ გამოწვევით და ამავე დროს, იმ დიდი შესაძლებლობებით, რომელსაც ჩვენ ვფლობთ, ვიმედოვნებთ, რომ მივაღწევთმნიშვნელოვან შედეგებს ჩვენ პარტნიორებთან აქ, ბერლინში, რადგან ორმხრივი ურთიერთობები გერმანიასთან ჩვენთვისძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, ისევე როგორც აქტიური ევროპული დღის წესრიგის მიღწევა ბრიუსელთან დასტრასბურგთან.

ძირითადად ეს არის ჩემი დღის წესრიგი აქ. მე ვაცნობიერებ იმ რთულ პერიოდს, რომელშიც დღეს ვიმყოფებით", - განაცხადასაქართველოს პრეზიდენტმა.

პრეზიდენტის გამოსვლას კონრად ადენაუერის ფონდში დიპლომატიური კორპუსის, საექსპერტო წრეების და მედიისწარმომადგენლები, ასევე გერმანიაში მცხოვრები სტუდენტები დაესწრნენ.