სოციოლოგმა ზურაბ ბიგვავამ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში „ქართული ოცნების“ დაკვეთით ჩატარებული შიდა კვლევების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, გამოკითხულთა 65 პროცენტს ქართული ოცნების გამარჯების მოლოდინი აქვს.
ბიგვავას თქმით, კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ ევროინტეგრაციის მომხრეები საზოგადოების დაახლოებით 70 პროცენტს შეადგენენ. ევრაზიული კავშირის მხარდამჭერთა რაოდენობა მნიშვნელოდ, მაგრამ მაინც არის გაზრდილი.
კვლევამ მთლიანობაში 1500 ადამიანი მოიცვა. გამოკითხულებმა არ იცოდნენ, თუ ვისი დაკვეთით ტარდებოდა აღნიშნული კვლევა.
კვლევის მიხედვით, გამოითხულთა 84 პროცენტი აპირებს, რომ მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში და ხმა მისცეს სასურველ კანდიდატს და პოლიტიკურ გაერთიანებას.
აღნიშნული კვლევის ნაწილის გასაჯაროების შესახებ, განცხადება გუშინ ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში, დევნილთა და განსახლების მინისტრმა, სოზარ სუბარმა გააკეთა.