კრწანისში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს

კრწანისში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს

თბილისის მერი, დავით ნარმანია, კრწანისის რაიონში იმყოფებოდა. დედაქალაქის მერს კრწანისის გამგებელმა, გიორგი კოპალეიშვილმა, რაიონში მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო.  დავით ნარმანიამ კრწანისის ქუჩაზე  გრუნტის დამჭერი კედლის მშენებლობა დაათვალიერა, ასევე რამდენიმე ქუჩაზე დასრულებული საგზაო სამუშაოები მოინახულა.

თბილისის მერი გორგასალის ქუჩა N41-სა და ჟანი კალანდაძის ქუჩა N3-ში მდებარე კორპუსების მცხოვრებლებსაც შეხვდა. მოსახლეობამ მერს თანადაფინანსებული პროექტებით შესრულებული სამუშაოებისთვის მადლობა გადაუხადა და სხვა საყოფაცხოვრებო საკითხების მოგვარებაზე ესაუბრა.