სირიაში, საბრძოლო მოქმედებების დროს, საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დაიღუპა

სირიაში, საბრძოლო მოქმედებების დროს, საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დაიღუპა

სირიაში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დაიღუპა. პანკისის ხეობის სოფელ დუისში მცხოვრები 44 წლის ომარ მარგოშვილის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია ოჯახმა ერთი საათის წინ შეიტყო.

როგორც პანკისში მცხოვრებმა ოთარ ხანგოშვილმა განაცხადა, ომარ მარგოშვილი თურქეთში ერთი წლის წინ სამუშაოდ წავიდა, საიდანაც სირიაში გადავიდა.

„სოფელ დუისში მაღაზია ჰქონდა. ჰყავს 9 შვილი. ერთი წლის წინ გავიგეთ, რომ თურქეთში წავიდა და იქიდან სირიაში გადავიდა. როგორც ჩვენ სოფელში გავარკვიეთ, ვინც მასთან ერთად სირიაში იმყოფებოდა, ოჯახს ტელეფონით შეატყობინეს მისი ამბავი, რომ ის საბრძოლო მოქმედებების დროს დაიღუპა“, - განაცხადა ოთარ ხანგოშვილმა.

გუშინ სირიაში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დაიღუპა. პანკისის ხეობის სოფელ დუმასტურში მცხოვრები ასლანგებ ბორჩაშვილი.

სირიაში, საბრძოლო მოქმედებებში პანკისის 17 მცხოვრები დაიღუპა.