ყოფილი პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, საზოგადოებამ ხელისუფლება მხოლოდ რეალობიდან გამომდინარე უნდა შეაფასოს, იმით, თუ რისი გაკეთება შეუძლიათ და არ აკეთებენ.
ივანიშვილის თქმით, ოპოზიციურად განწყობილი ძალები ქმნიან აზრს, რომ სიღარიბე, რომელიც ქვეყანაშია, მხოლოდ ხელისუფლების ბრალია, რომელიც აუცილებლად უნდა მოიშორონ.
"საქართველოში ძალიან ბევრი ღარიბი, დაუსაქმებელია და მედია არის აბსოლუტურად თავისუფალი და მინდა, სწორედ ამაზე შევჩერდე. აქ უნდა ვიყოთ ფხიზლად. სიღარიბე, რომელსაც წარმოაჩენენ ოპოზიციურად განწყობილი პარტიული ძალები და მათგან მართული მედია, ქმნის გარკვეულ ხიბლს იმისთვის, დაარწმუნონ მოსახლეობა, რომ ეს ხელისუფლების ბრალია და ასეთი ხელისუფლება უნდა მოვიშოროთ. ნაცვლად კი, სთავაზობენ აბსოლუტურად არაარგუმენტირებულ დაპირებებს. ხიბლი, რომ ეს ხელისუფლებას გადააბრალონ, ძალიან დიდია. ჩვენ უნდა შევაფასოთ მთავრობა მხოლოდ რეალობიდან. რისი გაკეთება შეეძლოთ და არ გააკეთეს, ან შეუძლიათ და არ აკეთებენ, მაგრამ ეიფორიული წინადადებებით, შეცდომაში შეყვანა ხიფათთან არის დაკავშირებული", - განაცხადა ივანიშვილმა.