ბიძინა ივანიშვილი:   დღეს ვერავინ იტყვის, რომ ბიზნესს ვინმე აყაჩაღებს

ბიძინა ივანიშვილი: დღეს ვერავინ იტყვის, რომ ბიზნესს ვინმე აყაჩაღებს

ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, დღევანდელი ხელისუფლების შემთხვევაში, ვერავინ იტყვის, რომ ბიზნესზე რაიმე სახის ზეწოლა ხორციელდება.

ივანიშვილის აცხადებს, რომ მაქსიმალურად გაკეთდა ყველაფერი იმისთვის, რომ ადამიანის უფლებები პირველ ადგილზე იყოს დაყენებული.

ამასთან, ბიძინა ივანიშვილმა ორგანიზაცია "მოქალაქის" მიერ გამართულ შეხვედრაზე, ყოფილი ხელისუფლების პირობებში, ბიზნესის მდგომარეობაზეც ისაუბრა.

"აძლევდნენ თავს უფლებას, ჩარეულიყვნენ კერძო ბიზნესში. ეს ჯგუფი კანონზე მაღლა იდგა და ისინი ყოველგვარი წესების გარეშე მოქმედებდნენ. სიტუაცია იყო ძალიან მძიმე. სწორედ ამ მიზნით მოვედი ხელისუფლებაში და რა გაკეთდა 4 წლის განმავლობაში, ეს ჩემს წერილში აღვწერე. დღეს ვერავინ იტყვის, რომ ვინმე ერევა პირად ქონებაში, ვინმე აყაჩაღებს ბიზნესს მთავრობის მხრიდან. მაქსიმალურად გაკეთდა ყველაფერი იმისთვის, რომ ადამიანის უფლებები პირველ ადგილზე იყოს დაყენებული", - განაცხადა ივანიშვილმა.