საქართველოს სამხრეთ კაროლინის დედაქალაქ კოლუმბიაში "თავისუფლების მოკავშირე 2016"-ის ტიტული მიანიჭეს.
საქართველო პირველი NATO-ს არაწევრი ქვეყანაა, რომელიც ამ სტატუსს ფლობს. ღონისძიება ამერიკის კონგრესმენის ჯო უილსონის მხარდაჭერით განხორციელდა.
"ამერიკის ხმის" ქართული რედაქცია წერს, რომ "თავისუფლების მოკავშირე 2016"-ის ჯილდო საქართველოს ელჩს არჩილ გეგეშიძეს კონგრესმენმა ჯო უილსონმა გადასცა.
სამახსოვრო დაფაზე კი შემდეგი წარწერაა: გადაეცემა ქართველ ხალხს და საქართველოს ლიდერებს სამაგალითო და მამაცური ბრძოლისთივს თავისუფლებისა და დემოკრატიის დაცვაში. დაფის ასლი სქართველოს ჯარის დაფასების მიზნით კონგრესმენმა სამხერდო ატაშეს ვიფხვია ჩალაბაშვილსაც გადასცა.