თურქმა მესაზღვრეებმა სულ მცირე რვა სირიელი ლტოლვილი მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას სირიის ადამიანის უფლებების სადამკვირვებლო საბჭო ავრცელებს.
უფლებადამცველების ცნობით, მესაზღვრეებმა ლტოლვილებს ცეცხლი მაშინ გაუხსნეს, როცა ისინი თურქეთის ტერიტორიაზე გადასვლას ცდილობდნენ.
დაღუპულთა შორის ოთხი ქალი, სამი ბავშვი და ერთი მამაკაცია.
კიდევ რვა სირიელი დაიჭრა, ზოგიერთი მათგანის მდგომარეობა მძიმეა.