სირიაში კიდევ ერთი რუსი სამხედრო დაიღუპა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სერჟანტი ანდრეი ტიმოშენკოვის სიახლოვეს დანაღმული ავტომობილი აფეთქდა, რა დროსაც სამხედრომ სასიკვდილო ჭრილობა მიიღო.
ტერაქტი სირიის პროვინცია ჰომსში 15 ივნისს მოხდა.
ანდრეი ტიმოშენკოვი რიგით მე-11 რუსი სამხედრო მოსამსახურე გახდა, რომლის დაღუპვაც რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ოფიციალურად დაადასტურა.