თბილისი-ბათუმისა და ნატახტარი-ბათუმის მიმართულებით ავიარეისები შესრულდება

თბილისი-ბათუმისა და ნატახტარი-ბათუმის მიმართულებით ავიარეისები შესრულდება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების" ინფორმაციით, 24 ივნისიდან 27 სექტემბრის ჩათვლით, ყოველ ორშაბათს,ოთხშაბათსა და პარასკევს შესრულდება შიდა ავიარეისები ბათუმი-თბილისი-ბათუმის მიმართულებით. 

ფრენებს 50 ადგილიანი CRJ100-ის ტიპის საჰაერო ხომალდით  ყაზახური ავიაკომპანია "SKYBUS" შეასრულებს,

ხოლო მიმდინარე წლის 21 ივნისიდან ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათსა და კვირას ავიაკომპანია "სერვისეარი" შეასრულებს ავიარეისებს ნატახტარი -  ბათუმი - ნატახტარის მიმართულებით 17 ადგილიანიL410 ტიპის საჰაერო ხომალდით. 


ფრენების განრიგი: 

ორშაბათი და ოთხშაბათი:

ბათუმი-თბილისი: 07:30

თბილისი-ბათუმი: 09:00

პარასკევი: 

ბათუმი-თბილისი: 19:25

თბილისი-ბათუმი: 20:50

სამშაბათი, ხუთშაბათი, კვირა: 

ნატახტარი - ბათუმი: 09:00

ბათუმი - ნატახტარი: 11:00