ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ესტონეთი საქართველოსა და უკრაინისთვის ვიზალიბერალიზაციის დაწესების საკითხს დააყენებს. ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინსტრმა მარინა კალიურანდმა 9 ივნისს, ტალინში, უკრაინელ კოლეგა პაველ კლიმკინთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„თუ ევროკავშირმა უკრაინასა და საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შემოღების პირობა დადო და ამისთვის აუცილებელი ტექნიკური პირობები შესრულებულია, მაშინ უვიზო რეჟიმი რაც შეიძლება სწრფად უნდა ამოქმედდეს. ეს არის ჩვენი პოზიცია და ამ საკითხს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე დავაყენებ“, - განაცხადა ესტონელმა მინისტრმა.
მარინა კალიურანდის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ დასავლეთი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გახანგრძლივების გადაწყვეტილებას მიიღებს.