კრწანისის გამგეობა მოქალაქეებს მოუწოდებს, ლეღვთახევის ტერიტორიაზე გადაადგილებისგან თავი შეიკავონ

კრწანისის გამგეობა მოქალაქეებს მოუწოდებს, ლეღვთახევის ტერიტორიაზე გადაადგილებისგან თავი შეიკავონ

წლიერმა წვიმამ ლეღვთახევში მდინარე წავკისისწყლის ადიდება გამოიწვია. კრწანისის გამგეობის პრესსამსახურის ინფორმაციით, მობილიზებული იყო სამაშველო სამსახური, რომელმაც კრწანისის გამგეობის თანამშრომლებთან ერთად მდინარის კალაპოტი დაათვალიერა.

ამ დროისთვის წყლის დონის მატების საშიშროება აღარ არსებობს. ხევი დამთვალიერებელთათვის დროებით დაკეტილია და გამგეობა მოქალაქეებს მოუწოდებს, აღნიშნულ ტერიტორიაზე გადაადგილებისგან თავი შეიკავონ.