ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ხვალ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შემოღების საკითხზე იმსჯელებენ.
ევროკავშირის საბჭო საგარეო მინისტრების შემადგენლობით ლუქსემბურგში შეიკრიბება. შეხვედრის დღის წესრიგში ერთ-ერთ ბოლო საკითხად შეტანილია „ვიზალიბერალიზაცია ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობების კონტექსტში“.
ევროკავშირის იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრებმა აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილება ვერ მიიღეს.