საქართველოში ქურდულ სამყაროსთან ურთიერთობაზე საკმაოდ მკაცრი კანონი გვაქვს, რომელიც კანონობს

საქართველოში ქურდულ სამყაროსთან ურთიერთობაზე საკმაოდ მკაცრი კანონი გვაქვს, რომელიც კანონობს

საქართველოში ქურდულ სამყაროსთან ურთიერთობაზე საკმაოდ მკაცრი კანონი გვაქვს, რომელიც კანონობს, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა უკრაინიდან საქართველოში ე.წ. კანონიერი ქურდის, დავით გერლიანის, მეტსახელად „სვანის“ დეპორტაციის საკითხის კომენტირებისას განაცახადა.

დიმიტრი ქუმსიშვილს არ აქვს ინფორმაცია, მოხდა თუ არა საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ გერლიანის დაკავება, თუმცა დარწმუნებულია, რომ შესაბამისი უწყებები კანონის თანახმად იმოქმედებდნენ.

”ჩვენ საქართველოში, ქურდულ სამყაროსთან ურთიერთობაზე გვაქვს საკმაოდ მკაცრი კანონი, რომელიც კანონობს. აქედან გამომდინარე, მე ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო და შესაბამისი უწყებები მოახდენენ იმ რეაგირებას, რაც გაწერილია კანონით, რომ თუ პირი ქურდული სამყაროს მიმდევარია, მას აუცილებლად დააკავებენ საქართველოს ტერიტორიაზე”, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ე.წ. კანონიერი ქურდი დავით გერლიანი, მეტსახელად „სვანი“ პოლიციამ ოდესის ერთ-ერთ რესტორანში დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას „ფეისბუქის“ პირად გვერდზე უკრაინის პოლიციის ხელმძღვანელი ხატია დეკანოიძე ავრცელებს. მისივე ცნობით, „სვანის“ საქართველოში დეპორტაცია განხორციელდა. დეკანოიძე იმედოვნებს, რომ საქართველოს შსს მას დააპატიმრებს და არ მოხვდება სხვა ქვეყანაში, საიდანაც ისევ უკრაინაში დაბრუნებას შეძლებს.