ჩვენ ქვეყანაში ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, ვიწყებთ ახალ პროგრამას, ეს არის დაწყებითი და ინოვაციუირ ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამა,- ამის შესახებ ჟურნალისტებს პირველმა ვიცე-პრმიერმა, ეკონომიკის მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა განუცხადა.
„სტარტაპ საქართველოსთვის“ საწყის ეტაპზე 11 მილიონია გამოყოფილი, რომელიც 35 მილიონამდე გაიზრდება.
„დღეიდან დავიწყებთ უკვე განაცხადებების მიღებას. განაცხადებები დაიყოფა მაღალტწქნოლოგიური და დაბალტექნოლოგიურ მიმართულებებად. მაღალტექნოლოგიურ მიმართულებაში შესაძლბელობა გვექნება, იდეების გლობალიზაცია მოვახდინოთ, შერჩეული გვყავს საერთაშორისო შემფასებლები, რომლებიც შეაფასებენ იდეებს და ამის შემდგომ ამ იდეების ავტორებს მივცემთ შესაძლებლობას, მსოფლიო ბაზარზე გავიყვანოთ ისინი“,-აღნიშნა ქუმსიშვილმა.
მისივე თქმით, გარდა ფინანსური მხარდაჭერისა, მნიშვნელოვანია სხვა კომპონენტები - ახალგაზრდა მეწარმეების მომხადება, რათა მათ სწორად დაიწყონ თავიანთი ბიზნესის წარმოება, სწორად შეაფასონ ვითარება, სწორი მხარდაჭერა ქონდეთ, როგორც იურიდიული თვალსაზრისით, ისე ეკონომიურად.