მოსამართლემ

მოსამართლემ "რუსთავი 2"-ის საქმის პლენუმისთვის გადაცემის შუამდგომლობაზე განცხადება გააკეთა

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე მერაბ ტურავამ "რუსთავი 2"-ის საქმის პლენუმისთვის გადაცემის შუამდგომლობაზე განცხადება გააკეთა.

აღნიშნული განცხადება მერაბ ტურავამ საკონსტიტუციო სასამართლოში გააკეთა.

"მაშინ, როცა საქმის პლენუმისთვის გადაცემის საკითხი დავაყენე, პირველ კოლეგიას გადაწყვეტილების თავდაპირველი ვერსიაც კი არ ჰქონდა შემუშავებული და არ ვიცოდი, რა გადაწყვეტილებას მივიღებდით. შესაბამისად, ვერანაირად ვერ დავასწრებოდით სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას. მინდა გთხოვოთ, რომ არ ჩათვალოთ ჩემი შუამდგომლობის დაყენება საქმის გაჭიანურებად და არ ჩათვალოთ, რომ მიზნად ისახავდა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებამდე არ გამოცხადებულიყო საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება", - აღნიშნა მერაბ ტურავამ.

შეგახსებებთ, რომ "რუსთავი 2"-ის საქმეზე მხარეებმა დღეს დასკვნითი სიტყვა უნდა წარმოთქვან.

საქმის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა გუშინ დაიწყო.