უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილედ ვანო მაჭავარიანის დანიშვნას სოციალურ ქსელში გამოეხმაურება მოჰყვა.
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე წერს: უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილეების რაოდენობის ლიმიტი არსებობს? თუ ეს პრეზიდენტის პრეროგატივაა, რომ მისი უმუშევარი ძმაკაც-დაქალები დაასაქმოს ამ უწყებაში?“.
პრეზიდენტის პრეს-სპიკერის ეკა მიშველაძის განცხადებით, უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილედ ვანო მაჭავარიანი დაინიშნა, რომელიც კურირებას გაუწევს საერთაშორისო ურთიერთობებს. მიშველაძემ დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ვანო მაჭავარიანს აქვს 25-წლიანი გამოცდილება დიპლომატიურ ურთიერთობებში და უსაფრთხოების საკითხებში. "ეს ჩვენი აზრით, ძალიან წაადგება პრეზიდენტის ადმინისტრაციის და უშიშროების საბჭოს საქმიანობას ამ მიმართულებით", - აღნიშნა მიშველაძემ.