ბიძინა ივანიშვილი ჟურნალისტებთან მორიგ შეხვედრას მართავს

ბიძინა ივანიშვილი ჟურნალისტებთან მორიგ შეხვედრას მართავს

„ტექნოპარკში“ საქართველოს ექსპრემიერის, ბიძინა ივანიშვილის ჟურნალისტებთან მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს.

ამჯერად ბიძინა ივანიშვილი რეგიონული, ბეჭდური და ონლაინგამოცემების წარმომადგენლების კითხვებს პასუხობს.

ბიძინა ივანიშვილმა 13 ივნისს თბილისში, ვერეს  ხეობაში დატრიალებული ტრაგედია გაიხსენა და დაღუპულთა ოჯახებას სამძიმარი კიდევ ერთხელ გამოუცხადა. მანვე აღნიშნა ტრაგედიის დღეებში ახალგაზრდების კონსოლიდაციის შესახებაც.

ყოფილი პრემიერის პრესკონფერნეცია, რომელშიც 60-ზე მეტი ჟურნალისტი მონაწილეობს, დაახლოებით ორი საათი გაგრძელდება.

ბიძინა ივანიშვილი საერთო ეროვნული მაუწყებლების წარმომადგენლებს 7 ივნისს შეხვდა.