ჟურნალისტები რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ განხორციელებულ პროექტებს გაეცნენ

ჟურნალისტები რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ განხორციელებულ პროექტებს გაეცნენ

სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ორგანიზებული მედიატურის ფარგლებში, ცენტრალური და რეგიონული მედიის წარმომადგენლები რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში, სოფლის მეურნეობის სამინისტროს განხორციელებულ პროექტებს გაეცნენ.

ოთარ დანელიამ ჟურნალისტებს პირადად გააცნო სამინისტროს მიერ რეგიონში მიმდინარე პროექტები. მინისტროს თქმით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, სხვადასხვა მიმართულების მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება, რომლის ფარგლებშიც საქართველოს მასშტაბით დაფინანსებულია 148 ახალი საწარმო.700 საწარმოში კი გადაიარაღება მოხდა.

ცენტრალური და რეგიონული მედიასაშუალებების წარმომადგენლება ადგილზე დაათვალიერეს სურსათის ეროვნული სააგენტოს ოფისი, რომლიც სამი ძირითადი მიმართულებით ახორციელებს საქმიანობას (ვეტერინარია, ფიტოსანიტარია, სურსათის უვნებლობა).

ჟურნალისტებმა ასევე დაათვალიერეს: შპს მექანიზატორის სერვისცენტრი ამბროლაურში, რომელიც დაკომპლექტებულია 35 ტრაქტორით და 93 ერთეული აგრეგატით; სასოფლო სამეურნეო კოოპერატივი „ძირაგეული“, რომელმაც სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 100 სკა და თაფლის საწური დანადგარი მიიღო, კოოპერატივში 5 მეპაიეა გაერთიანებული. შპს GEO-FLOWER, რომელმაც შეღავათიანი აგროკრედიტით ისარგებლა და 130 000 აშშ დოლარის სესხით საწარმოს შენობა კაპიტალურად გაარემონტა.

მედიატურის მონაწილეებმა ასევე დაათვალიერეს სოფელი საკაცეა, სადაც 17 ჰა-ზე გაშენებულია ვენახი, პროექტი სოფლის მხარდაჭერის ხელშეწყობით განხორციელდა.

შპს „ხვანჭკარა პრემიუმი“, რომელმაც შეღავათიანი აგროკრედიტით ისარგებლა და ამ დროისათვის წელიწადში 200 ტონა ღვინოს აწარმოებს.

შპს “ბლაუნშტაინ საქართველო”, რომელის ხელშეწყობითაც რაჭა-ლეჩხუმის რეგიონის სოფლებში აშენდა და ვითარდება მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ფერმები, კომპანია შეღავათიანი აგროკრედიტით სარგებლობს.

სოფლის მეურნეობის მინისტრის ოთარ დანელიას განცხადებით, მედიატურები სამომავლოდაც გაგრძელდება, რათა ჟურნალისტებმა ადგილზე ნახონ სამინისტრის მიერ განხორციელებული პროექტები.

მედიატური არის საუკეთესო შესაძლებლობა, რომ ჟურნალისტებმა თავად ნახოთ და შეაფასოთ ის პროქტები, რომესაც ჩვენ ვახორციელებთ. მინდა ხაზი გავუსვა, რომ სამინისტრო დიდ ყურადღებას აქცევს მაღალმთიან რეგიონებს“, - განაცხადა ოთარ დანელიამ.

მედიატური საერთაშორისო ფონდ IFAD-ის დაფინანსებით განხორციელდა.