"პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გამოქვეყნება ხელისუფლების დისკრეტიდაციის კარგი საშუალებაა"

ანალიტიკოს არჩილ გამზარდიას შეფასებით, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გამოქვეყნება, ხელისუფლების დისკრეტიდაციის კარგი საშუალებაა.

ანალიტიკოსის განმარტებით, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებით, ხდება ხაზგასმა, როგორი უუნარო ხელისუფლება და პროკურატურა გვყავს.

მისი თქმით, თუ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გამოქვეყნება მოხდება, შესაბამისმა უწყებებმა უნდა აღკვეთონ ის.

"პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გამოქვეყნება, ხელისუფლების დისკრეტიდაციის კარგი საშუალებაა. ამ კადრების გავრცელების მხარედ ვხედავ იმ მხარეს, რომელმაც პირველ რიგში, შექმნა ეს სისტემა, რომელმაც ჩაიწერა, შეინახა და რომელსაც აქვს ასლები, ანუ ეს არის ძველი ხელისუფლების მხარე და მასთან დაკავშირებული პირები. შესაბამისად, გავრცელების შესაძლებობები და გავრცელების მოტივიაცია მხოლოდ მათ შეიძლება ჰქონდეთ",- აღნიშნა გამზარდიამ "პირველ პრესკლუბში".

გამზარდიას ვარაუდით, წინასაარჩევნო პერიოდში, შესაძლოა, ციხის კადრების გავრცელება მოხდეს.

ცნობისთვის, 12 ივნისს, პირადი ცხოვრების ამსახველი მორიგი კადრები გავრცელდა.