აშშ-ის პრეზიდენტობის სავარაუდო კანდიდატმა დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ მოითხოვა, რომ ხელისუფლებამ მუსლიმებს აშშ-ში ჩასვლა აუკრძალოს.
ამის შესახებ დონალდ ტრამპმა ფლორიდას ქალაქ ორლანდოში მომხდარი მასობრივი მკვლელობის კომენტირებისას განაცხადა.
„ის, რაც ორლანდოში მოხდა, მხოლოდ დასაწყისია. ჩვენი ხელისუფლება სუსტი და არაეფექტურია. მოგიწოდებთ აკრძალვისკენ, ამ საკითხში ხისტი პოზიციაა საჭირო“, - წერს ტრამპი „ტვიტერის“ საკუთარ მიკრობლოგში.
გუშინ ფლორიდას შტატის ქალაქ ორლანდოში აშშ-ის მოქალაქე, ეთნიკური ავღანელი ომარ მატინი შეიჭრა და იქ მყოფებს ცეცხლი გაუხსნა. შედეგად დაიღუპა 50 ადამიანი, დაიჭრა 53.