თავდამსხმელი ომარ მატინი, რომელმაც გუშინ აშშ-ის ქალაქ ორლანდოს გეი-კლუბში 50 ადამიანი მოკლა, ფსიქიკურად გაუწონასწორებელი ადამიანი იყო.
ამის შესახებ ომარ მატინის ექს-მეუღლემ განაცხადა. მისი ინფორმაციით, ყოფილი მეუღლე მას ხშირად ფიზიკურად უსწორდებოდა და ნათესავებთან ურთიერთობას უკრძალავდა.
ომარ მატინის მეუღლის ცნობით, თავდამსხმელი ჰომოფობი იყო, თუმცა რადიკალური ექსტრემიზმით არ გამოირჩეოდა.
როგორც აშშ-ის გამოძიებათა ფედერალურ ბიუროში აცხადებენ, თავდასხმამდე ცოტა ხნით ადრე აშშ-ის მოქალაქემ, ეთნიკურმა ავღანელმა ომარ მატინმა ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ერთგულების ფიცი დადო.