დონალდ ტუსკი - დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლა დასავლეთისთვის დამღუპველი იქნება

დონალდ ტუსკი - დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლა დასავლეთისთვის დამღუპველი იქნება

დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლა დასავლეთისთვის დამღუპველი იქნება, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა გერმანულ გამოცემა „ბილდისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„დიდი ბრიტანეთის გასვლა შესაძლოა დასასრულის დასაწყისი გახდეს არამხოლოდ ევროკავშირისთვის, არამედ დასავლეთის მთელი პოლიტიკური ცივილიზაციისთვის“, - განაცხადა ტუსკმა. 

მისი თქმით, ევროკავშირიდან გასვლა დიდი ბრიტანეთისთვის უარყოფით პოლიტიკურ და ეკონომიკურ შედეგებს გამოიწვევს, ევროპული ქვეყნების ეკონომიკაზე კი ნეგატიურ გავლენას მოახდენს. 

ბოლო გამოკითხვის თანახმად, დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლას გამოკითხული ბრიტანელების 43% უჭერს მხარს, 42% კი ევროკავშირის შემადგენლობაში დარჩენის მომხრეა.

რეფერენდუმი აღნიშნულ საკითხზე 23 ივნისს გაიმართება.