ორლანდოში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო

ორლანდოში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო

აშშ-ის ქალაქ ორლანდოში მომხდარი მასობრივი მკვლელობისთვის პასუხისმგებლობა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. 
შესაბამისი ინფორმაცია ტერორისტული დაჯგუფების კუთვნილმა მედიასააგენტომ „ამაქმა“ გაავრცელა.
„ფლორიდას შტატის ქალაქ ორლანდოში თავდასხმა გეი-კლუბზე „ისლამური სახელმწიფოს“ ბოევიკმა განახორციელა“, - ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 
როგორც ამერიკული მედია იტყობინება, თავდამსხმელმა ომარ მატინმა ისლამისტების ლიდერის, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ერთგულების ფიცი დადო. 
აშშ-ის ხელისუფლებას თავდამსხმელისა და ისლამისტების კავშირზე ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია, თუმცა როგორც გამოძიებათა ფედერალურ ბიუროში აცხადებენ, თავდამსხმელი რადიკალური ისლამის მიმართ ლოიალურად იყო განწყობილი.
გუშინ, 29 წლის აშშ-ის მოქალაქე ომარ მატინი ქალაქ ორლანდოში მდებარე გეი-კლუბში შეიჭრა და იქ მყოფებს ცეცხლი გაუხსნა. შედეგად 50 ადამიანი დაიღუპა, 53 კი დაიჭრა.