პრემიერი - პირველ კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მატების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა

პრემიერი - პირველ კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მატების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა

პირველ კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მატების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. 
მთავრობის მეთაურის თქმით, აღნიშნული მაჩვენებელი 2008 წლის შემდეგ პირველად დაფიქსირდა. 
“პირველ კვარტალში იყო უპრეცედენტო ზრდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციის. რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა 2008 წლის შემდეგ - 376 მლნ დოლარი, ეს მართლაც ძალიან სასიხარულო რიცხვია. აქედან ტრანსპორტიბ და კავშირგაბმულობა არის პირველ ადგილზე, შემდეგ მოდის საფინანსო სექტორი, ხოლო ამის შემდეგ ენერგეტიკის სექტორი. პირველი ინვესტორი ქვეყანა დაფიქსირდა აზერბაიჯანი, მეორე ადგილზეა თურქეთი, ხოლო მესამე ადგილს გაერთიანებული სამეფო იკავებს. ძალიან სასიხარულოა, რომ შეინიშნება ასეთი მატება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების, რაც ბევრ რამეზე მიუთითებს, სტაბილურობაზე და გაუმჯობესებულ ბიზნეს გაერემოზე, ასევე ინვესტორების მხრიდან საქართველოს აღქმაზე, როგორც კარგ საინვესტიციო გარემოდ ჩამოყალიბებასა და დანახვაზე, და რა თქმა უნდა, ეკონომიკური გუნდის და ბლოკის ძალიან კარგად მუშაობაზე, რაც ძალიან სასიხარულოა“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.