13 ივნისის სტიქიასთან დაკავშირებთ სამებაში დღეს პანაშვიდი ჩატარდება

13 ივნისის სტიქიასთან დაკავშირებთ სამებაში დღეს პანაშვიდი ჩატარდება

2015 წლის 13 ივნისის სტიქიასთან დაკავშირებთ სამების საკათედრო ტაძარში დღეს პანაშვიდი აღევლინება, - ამის შესახებ საკვირაო ქადაგებისას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ განაცხადა. 

„13 ივნისს არის სტიქიური უბედურების ერთი წლისთავი. რამდენიმე კაცი დაიღუპა და ჩვენ გვექნება პანაშვიდი“, - აღნიშნა უწმინდესმა.

მისივე თქმით, ხუთშაბათს აღინიშნება მამადავითობა და მღვდელთმთავარი შეასრულებს წირვას, თავად პატრიარქი კი ეცდება 12:00 საათზე პარაკლისი გადაიხადოს. ხოლო მომავალ კვირას მისი უწმინდესობის თქმით, სულთმოფენობა და სამების საკათედრო ტაძრის დღეა.