ყვარლის რაიონის სოფელ ალმატში არასრულწლოვანი ბიჭი მოკლეს. როგორც ცნობილია, გარდაცვლილი წარმოშობით სოფელ ენისელიდან იყო და ალმატში მამიდასთან სტუმრად იმყოფებოდა. არასრულწლოვანს ჭრილობა გულმკერდის არეში ცივი იარაღით აქვს მიყენებული.
როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, დანაშაულში ბრალდებული სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დააკავეს. იგი ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.