ფლორიდის პოლიციის ინფორმაციით, გეი კლუბში თავდასხმის შედეგად, არსებული ინფორმაციით 20 ადამიანი გარდაიცვალა, 42-მა კი დაზიანებები მიიღო.
ორლანდოში მომხდარი თავდასხმა სამართალდამცველებმა ტერორისტულ აქტად შეაფასეს.
ფლორიდის პოლიციის ინფორმაციით, თავდამსხმელი, რომელმაც თვითმხილველების თქმით, კლუბში 40-მდე გასროლა განახორციელა, მოკლულია.
თავდამსხმელის ვინაობა და თავდასხმის მოტივი, ამ დროისთვის უცნობია.