Air France-ის მფრინავებს ოთხდღიანი გაფიცვა აქვთ გამოცხადებული

Air France-ის მფრინავებს ოთხდღიანი გაფიცვა აქვთ გამოცხადებული

ფრანგული ავიაკომპანია Air France-ის მფრინავებს ოთხდღიანი გაფიცვა აქვთ გამოცხადებული. ამის გამო 30%-მდე რეისი გაუქმებულია. Air France-ში აცხადებენ, რომ ქვეყნის მასშტაბით ფრენებს ძირითადად იმ ქალაქებში განახორციელებენ, სადაც ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი მიმდინარეობს. 
ივნისის დასაწყისიდან საფრანგეთში აქციები და გაფიცვები ტარდება, მოსახლეობა შრომითი კანონმდებლობის რეფორმას აპროტესტებს.
Air France-ის მფრინავები კი იმ ცვლილების წინააღმდეგ გამოდიან, რომლის თანახმად, ღამის საათებში განხორციელებული ფრენებისთვის დანამატი 50-დან 40%-მდე შემცირდება.