გამოკითხვის თანახმად, დიდ ბრიტანეთში ევროკავშირიდან გასვლის მომხრეებისა და მოწინააღმდეგეების რაოდენობა თანაბარია

გამოკითხვის თანახმად, დიდ ბრიტანეთში ევროკავშირიდან გასვლის მომხრეებისა და მოწინააღმდეგეების რაოდენობა თანაბარია

დიდ ბრიტანეთში ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლის მომხრეებისა და მოწინააღმდეგეების რაოდენობა თანაბარია .
კომპანია YouGov-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლას რესპონდენტების 43% უჭერს მხარს, წევრობის შენარჩუნებას კი - 42%. გამოკითხულთა 11%-ს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. 
დიდ ბრიტანეთში ქვეყნის ევროკავშირიდან დარჩენა-არდაჩენის საკითხზე რეფერენდუმი 23 ივნისს გაიმართება. დასავლეთში ბევრი ვარაუდობს, რომ გაერთიანებული სამეფოს ევროკავშირიდან გასვლა ჯაჭვურ რეაქციას გამოიწვევს და ანალოგიურ რეფერენდუმს სხვა ევროპული ქვეყნებიც ჩაატარებენ.