ეშტონ კარტერი ნატო-ს თავდაცვის მინისტრების მინისტერიალზე რუსეთის აგრესიის განხილვას გეგმავს

ეშტონ კარტერი ნატო-ს თავდაცვის მინისტრების მინისტერიალზე რუსეთის აგრესიის განხილვას გეგმავს

აშშ-ს თავდაცვის მინისტრი ეშტონ კარტერი ნატო-ს თავდაცვის მინისტრების მინისტერიალზე კოლეგებთან რუსეთის აგრესიის განხილვას გეგმავს. ინფორმაცია ამის შესახებ პენტაგონის ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული . დღის წესრიგში მოკავშირე ქვეყნების უსაფრთხოების დაცვის საკითხთან ერთად ავღანეთში სტაბილური მდგომარეობის შენარჩუნებაში აშშ-ის როლი და ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაც იქნება. 

თავდაცვის მინისტრების მინისტერიალი ბრიუსელში 13-დან 15 ივნისის ჩათვლით გაიმართება, რომელზეც ერთ-ერთი მთავარი თემა რუსეთთან ურთიერთობის გაუარესება იქნება. 

ივნისის დასაწყისში პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა ანტონი მაჩერევიჩმა დაადასტურა, რომ ჩრდილო ატლანტიკური ალიანსი აღმოსავლეთ ევროპაში 4 სამხედრო ბატალიონს პოლონეთში, ესტონეთში, ლატვიასა და ლიტვაში განათავსებს.