რუსეთ-ინგლისის მატჩი ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში გულშემატკივრების შესაძლო დაპირისპირების თვალსაზრისით, ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო მატჩი იქნება, - აღნიშნული განცხადება საფრანგეთის სპორტის მინისტრმა პატრიკ კანერმა ადგილობრივ მედიასთან ინტერვიუში გააკეთა.
მინისტრმა რუსეთისა და ინგლისის გულშემატკივრებს შორის არსებულ დაძაბულობას ხაზი გაუსვა და ამ წინააღმდეგობას ფეთქებადსაშიში უწოდა.
ამავდროულად, კანერმა განაცახადა, რომ წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვისთვის ყველა შესაძლო ზომებს მიიღებს.
დღეს მარსელის პოლიციის თანამშრომლებმა ინგლისისა და რუსეთის გულშემატკივრების დასაშლელად და შეტაკებების გასანეიტრალებლად ცრემლსადენი გაზიც გამოიყენეს.