თევდორე კობახიძის ოფიციალური განცხადება

თევდორე კობახიძის ოფიციალური განცხადება

,,როგორც ჩანს, გარკვეულ პირთა ჯგუფის მხრიდან წინასაარჩევნოდ იგეგმება ჩემი და ჩემი ოჯახის მიმართ მიმზანმიმართული მორიგი ბინძური კამპანიის დაწყება, თუმცა, ეს სპექტაკლი ვეღარ შედგება, რადგან აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, დაახლოებით ათი დღის წინ მივმართე სამართალდამცავ ორგანოებს და საქმესთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

იმის გათვალისიწნებით, რომ ჩემი საჩივრის საფუძველზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და დაწყებულია გამოძიება, სწორედ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ვერ ვისაუბრებ საქმის დეტალებზე, თუმცა აღვნიშნავ, რომ სამწუხაროდ, სახეზე გვაქვს კონკრეტული ადამიანის თუ ადამიანთა ჯგუფის გამოყენების ფაქტი ბინძური პოლიტიკური მიზნებისთვის. როგორც აღვნიშნე, საკითხს მიეცა სამართლებრივი მსვლელობა და დარწმუნებული ვარ, რომ საგამოძიებო ორგანოები უზრუნველყოფენ სიმართლის დადგენასა და დამნაშავე პირთა (თუ ესეთი არსებობს) გამოვლენასა და მათ მიმართ შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრებას’’,-ნათქვამია განცხადებაში.