ვენეციის კომისია პრეზიდენტის ვეტოს ”საკონსტიტუციო სასამართლოს კანონში” ცვლილებებზე და პარლამენტის მიერ მის გაზიარებას მიესალმა

ვენეციის კომისია პრეზიდენტის ვეტოს ”საკონსტიტუციო სასამართლოს კანონში” ცვლილებებზე და პარლამენტის მიერ მის გაზიარებას მიესალმა

ვენეციის კომისიის პლენარული სხდომა საქართველოს პრეზიდენტის ვეტოს ”საკონსტიტუციო სასამართლოს კანონში” შეტანილ ცვლილებებზე და პარლამენტის მიერ მის გაზიარებას მიესალმა, - ამის შესახებ ”ინტეპრესნიუსს” საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს. 

კომისიის პრეზიდენტმა ჯანი ბუკიკიომ ამ პროცესს „ბრძნული და კარგი კომპრომისი“ უწოდა.

უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ ლევან ბოძაშვილმა კომისიას საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის სახელით მადლობა გადაუხადა დახმარებისთვის და დასკვნის უმოკლეს ვადებში მომზადებისათვის. კომისიამ დასკვნა პლენარულ სხდომაზე დაამტკიცა. 

ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.