ტაილანდში ჩონბურის პროვინციაში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას დაწყებითი სკოლის 11 თანამშრომლის სიცოცხლე ემსხვერპლა. „ფრანც პრესის“ ინფორმაციით, სკოლის 4 მასწავლებელი და დირექტორი მძიმედ არიან დაშავებულები, ისინი ადგილობივ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ავტობუსს, რომლითაც კერძო სკოლის თანამშრომლები გასვლითი სემინარიდან ბრუნდებოდნენ, საბურავი გაუსკდა, რის შედეგადაც ავტობუსი გადაბრუნდა და ცეცხლი მოეკიდა.
ტაილანდი მსოფლიოში მეორე ქვეყანაა ავტოსაგზაო შემთხვევების სიხშირის მიხედვით