სოფელ ბერშუეთიდან ე. წ. მესაზღვრეებმა ორი ადამიანი გაიტაცეს

სოფელ ბერშუეთიდან ე. წ. მესაზღვრეებმა ორი ადამიანი გაიტაცეს

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთიდან ე. წ. მესაზღვრეებმა ორი ადამიანი გაიტაცეს. მამა-შვილი, როინ და გიორგი ზაუტაშვილები სოფლის საძოვრებზე პირუტყვს მწყემსავდნენ. 
გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის დავით ცერცვაძის ინფორმაციით, მამა-შვილი ქართული მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებოდა და საოკუპაციო ჯარის წარმომადგენლებმა სწორედ აღნიშნულ ტერიტორიაზე დააკავეს.