ევროპის ჩემპიონატის გახსნის შეხვედრაში, სენ დენის ”სტად დე ფრანსზე” მასპინძელმა საფრანგეთმა რუმინეთი ანგარიშით 2:1 დაამარცხა.
შეხვედრაში ანგარიში მეკარის შეცდომის გამო ოლივიე ჟირუმ გახსნა. რუმინეთმა ბოგდან სტანჩუს თერთმეტრიანით ანგარიში გაათანაბრა, 88-ე წუთზე კი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელმა, დიმიტრი პაიემ ულამაზესი გოლი გაიტანა და საფრანგეთს 3 ქულა მოაპოვებინა.
A ჯგუფის მეორე მატჩი დღეს თბილისის დროით 17:00 საათზე გაიმართება, სადაც ერთმანეთს ალბანეთის და შვეიცარიის ნაკრებები დაუპირისპირდებიან.
დღეს B ჯგუფის შეხვედრებიც გაიმართება და ერთმანეთს უელსი-სლოვაკეთი (20:00 საათზე) და ინგლისი-რუსეთი (23:00 საათზე) შეხვდებიან.