„რუსთავი 2“-ს ასეთი ბედი დაებედა და ეს დიდწილად შესაძლოა თავად მათი არჩევანია

„რუსთავი 2“-ს ასეთი ბედი დაებედა და ეს დიდწილად შესაძლოა თავად მათი არჩევანია

გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ვიზიტით მყოფი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-თან დაკავშირებულ საქმეს გამოეხმაურა. 

დავით უსუფაშვილის განცხადებით, არჩევნებამდე თუ „რუსთავი 2“ შეჩერდა ან მან შეცვალა მაუწყებლობა, ეს იქნება დღევანდელი მთავრობის,ხელისუფლების საწინააღმდეგო ნაბიჯი.

„სამწუხაროდ, „რუსთავის 2“-თან დაკავშირებული დიდი თუ პატარა თემა ყოველთვის იწვევს ხელის გაშვერას ხან არსებული მთავრობისკენ ხან ყოფილი მთავრობისკენ. ამაზე მეტ კომენტარს არ გავაკეთებ, რადგან „რუსთავი 2“-ს დაებედა ასეთი ბედი და ეს დიდწილად შესაძლოა თავად მათი არჩევანია, რომ ასეთი მეპატრონეები თუ მეპატრონეთა ცვლილებების ასეთი კასკადი დაებედა. თუ სააპელაციო სასამართლომ ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა, უბრალოდ, ვისურვებ, რომ ძალაში დარჩეს ყველაფერი იმასთან დაკავშირებით, რომ არჩევნებამდე თუ „რუსთავი 2“ შეჩერდა ან მან შეცვალა მაუწყებლობა, ეს იქნება დღევანდელი მთავრობის, დღევანდელი ხელისუფლების საწინააღმდეგო ნაბიჯი. ეს იქნება ვიღაც სხვის პოლიტიკური გამარჯვება. იმედი მაქვს, რომ ამას გაითვალისწინებენ თავად მოდავე მხარეები“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.