ვიცე-პრემიერი კახა კალაძე დარწმუნებულია, რომ საქართველო ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლას უახლოეს მომავალში მიიღებს.
კალაძის თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ცდილობენ, როგორმე, ქვეყნისთვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის მიღების პროცესი შეაფერხონ.
"ძალიან დიდი და რთული გზა გავიარეთ, ეს არ არის მხოლოდ ამ სამი წლის განმავლობაში გაკეთებული, მანამდეც იყო შრომა. სამწუხაროდ, "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები მაქსიმალურად ცდილობენ, შეაფერხონ ვიზალიბერალიზაციის მიცემა ჩვენი ქვეყნისთვის. რა თქმა უნდა, საგარეო ფაქტორებიც არის. არ მინდა ისე გამომივიდეს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წევრების მხრიდან გაკეთებული არასწორი განცხადებების და ინფორმაციების გამო ხდება ეს. ვფიქრობ, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები მალე შეძლებელ უვიზო მიმოსვლას",- განაცხადა კალაძემ "იმედის" ეთერში.
ცნობისთვის, საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის ამოქმედების თაობაზე ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები ვერ თანხმდებიან. დღეს შინაგან საქმეთა მინსიტრების შეხვედრა კონკრეტული გადაწყვეტიკლების გარეშე დასრულდა.
ვიზალიბერალიზაციის საკითხს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 20 ივნისს განიხილავენ. გერმანია და საფრანგეთი აღნიშნულის მიზეზად მიგრაციასა და ქართველების მიერ ევროპის ქვეყნებში ჩადენილ კრიმიმალურ ქმედებებს ასახელებენ.