ამ/წლის 10 ივნისს ქ. ფოთის კოლხური კულტურის მუზეუმში გაიმართა ცნობადობის ამაღლების სემინარი სტანდარტებისა და მეტროლოგიის შესახებ. მასში მონაწილეობა მიიღეს ქალაქ ფოთში მოქმედმა მეწარმეებმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა.
ქართული პროდუქტის შიდა და ევროპულ ბაზარზე განთავსების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს რეგიონებში მეწარმეებისთვის დაიწყო ევროკავშირის მიერ დაფინანასებული პროექტის (,,საქართველოს სტანდარტიზაციისა და მეტროლოგიის ინფრასტრუქტურის შემდგომი განვითარების მხარდაჭერა ვეროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად“) ფარგლებში ცნობადობის ამაღლების სემინარების ციკლი სტანდარტებისა და მეტროლოგიის შესახებ. ცნობადობის ამაღლების სემინარი ჩატარდა ქ. თელავში და იგეგმება სემინარების ჩატარება საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.
ქ. ფოთში მოვწეული მეწარეები უკვე საქმიანოებენ, თუმცა უმეტესი ნაწილი გეგმავს ბიზნესის გაფართოებას და საკუთარი პროდუქციის გადატას ევროპულ ბაზარზე. სწორედ მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ლიტვის ექპერტის მეტროლოგიის დარგში და სლოვაკეთის სტანდარტების, მეტროლგიისა და ტესტირების ორგანოს წარმომადგენელის პრეზენტაციები ევროპის საუკეთესო გამოცდილების შესახებ სტანდარტიზაციის და მეტროლოგიის სფეროში. უცხოელ ექსპერტებთან ერთად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, სსიპ საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს წარმოადგენლებმა მიმოიხილეს საერთაშორისო და ევროპულ სტანდარტები, სტანდარტების გამოყენების უპირატესობები და მეტროლოგიის გავლენა ყოველდღიურ ცხოვრებასა და ბიზნესზე, ასევე გააცნეს სემინარზე დამსწრე საზოგადოებას სააგენტოს მეტროლოგიის ინსტიტუტის საერთაშორისო აღიარების მქონე ლაბორატორიების მომსახურებები და ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროექტით გათვალისწინებული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების გაუმჯობესების სამომავლო გეგმები.